Skip to main content

შეიცან წამალი შენი


იმისათვის, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია, აუცილებელია გაეცნო მის ანოტაციას. მარტივად რომ ვთქვათ, ანოტაცია ეს არის მკურნალობის შესავალი, რომელსაც არ უნდა გადაახტე.



რას ნიშნავს ანოტაცია?

ეს არის მოკლე ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომლის მეშვეობითაც მომხამრებელს ექმნება ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ თუ, რას წარმოადგენს აღნიშნული მედიკამენტი. ასე ვთქვათ ანოტაცია ეს არის მედიკამენტის აღწერა.


რისთვისაა საჭირო ის?

როგორც უკვე ვახსენეთ ანოტაცია გვაწვდის მედიკამენტის შესახებ ზოგად ინფორმაციას ისეთს, როგორიცაა მაგალითად:

დასახელება
ვიზუალური აღწერა
წარმოება
ვარგისიანობა
დანიშნულება
თვისებები
ჩვენებები
უკუჩვენებები
გვერდითი ეფექტები
განსაკუთრებული მითითებები
ურთიერთქმედება სხვა დედიკამენტებთან და უამრავი სხვა.





რატომაა აუცილებელი ანოტაციის წაკითხვა? 

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე თუ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია იცოდე თუ რას იღებ. იმის და მიუხედავად თუ, რა დანიშნულება მოგცა ექიმმა, აუცილებლად უნდა გადახედო აღწერას, რათა დააზუსტო, რაიმე ისეთი ხომ არ არის, რისი თქმაც ექიმს დაავიწყდა ან გამორჩა და ა.შ.


ასე, რომ გამონახე ზედმეტი 5 წთ და გადახედე შენი მედიკამენტების ანოტაციას. დაგვიჯერე, ასე უფრო მშვიდად იქნები.

Comments